18 აგვისტო 2018,   13:07
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხვალ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

„ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ადამიანი მუშა დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

 

დღის ამბები