18 აგვისტო 2018,   13:07
ვრცლად
M2 ცენტრ პოინტის შეჩერებულ მშენებლობებს დაასრულებს

M2 -სა და “ცენტრ პოინტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც M2 ცენტრ პოინტს 6 თვიან ვადას აძლევს და გარკვეულ წინა პირობებს უყენებს.

ამ წინა პირობების შესრულების შემთხვევაში M2 მზად იქნება დაასრულოს შეჩერებული მშენებლობები 3 წლის ვადაში. სანაცვლოდ კი ცენტრ პოინტი M2-ს გადასცემს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი მენაშენეები გუკა რჩეულიშვილს შეხვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხელს არაფერს მოაწერენ იქამდე, ვიდრე არ მიიღებენ კონკრეტულ გარანტიებს.

„თავისუფალი ტერიტორიები , რომელზეც ან არ დაუწყია მშენებლობა ან არ აპირებდა აშენებას, აი ეს ე.წ. თავისუფალი მიწის ნაკვეთები უნდა გაემიჯნოს პრობლემური მიწისგან და გადმოეცეს M2-ს. რის სანაცვლოდაც M2 კისრულობს ვალდებულებას დაასრულოს  ცენტრ-პოინტის ყველა დაუსრულებელი მშენებლობა,“-განაცხადა კომპანია M2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ

დღის ამბები