27 მაისი 2018,   17:34
ვრცლად
„გავაბათილოთ მითი, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“ - კამპანია „ძალა ევროპაშია“ დაიწყო

კამპანია „ძალა ევროპაშია“,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და კოალიციამ „ევროატლანტიკური საქართველოსთვის" დაიწყო. არასამთავრობოები საზოგადოებას კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშში მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს, საზოგადოების კონსოლიდირება ამ კუთხით აუცილებელია.

კამპანიას მიზანია საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რა დადებითი მხარეები აქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რას გულისხმობს დასავლური ღირებულებები.

„მიზანი უცვლელია - გავაბათილოთ მითი, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება: სამოქალაქო სექტორი, საჯარო უწყებები, ბიზნესკომპანიები, აქტიური მოქალაქეები და ნებისმიერ მსურველი, ვინც აქტიურად ჩაერთვება კამპანიის მიმდინარეობაში,“- აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

კომპანიის პრეზენტაციაზე საგარეო საქმეთ მინისტრიც იყო მიწვეული, თუმცა სტუმრებს შორის ის არ გამოჩენილა. პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები