22 აპრილი 2019,   19:33
ვრცლად
ჰერეთში უნდა დასრულდეს ქართველების დისკრიმინაცია - შალვა ნათელაშვილი

ჰერეთში უნდა დასრულდეს ქართველების დისკრიმინაცია - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, გააკეთა.

ნათელაშვილი ქართული და აზერბაიჯანული ხელისუფლებებისგან ინგილო ქართველების მდგომარეობის შესწავლას და მათთვის კანონიერი უფლებების აღდგენას მოითხოვს.

„ბოლშევიკურმა რეჟიმმა, თავის დროზე, ქართული ძირძველი კუთხე ჰერეთ-საინგილო უკანონოდ გადასცა აზერბაიჯანს. დღესაც იქ ალიევის რეჟიმი აგრძელებს ქართველების ასიმილაციას,  დევნა-დისკრიმინაციას, პოლიციურ ტერორს.

"მივმართავ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს, შექმენით ერთობლივი კომისია, რომელიც შეისწავლის ჰერეთ-საინგილოში არსებულ ვითარებას და იქ ქართველთა მდგომარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩავრთავ უკვე ამ საქმეში ევროპულ სტრუქტურებს, ევროსაბჭოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ნუ იქნება ეს ნურავისთვის საწყენი,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები