17 ივლისი 2019,   19:36
ვრცლად
GEM Fest-ს ხელისუფლებამ წელს თანამშრომლობასა და ანაკლიაში საფესტივალო ადგილის მიქირავებაზე უარი უთხრა

ჯემ ფესტს და გიორგი სიგუას ხელისუფლებამ წელს თანამშრომლობასა და ანაკლიაში საფესტივალო ადგილის მიქირავებაზე უარი უთხრა. მიზეზად სახელმწიფო უწყებებში ალტერნატულ მუსიკალურ პროექტს ასახელებენ, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.

გიორგი სიგუა მიიჩნევს, რომ მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის ჩატარებაში ხელისუფლება ხელს განზრახ უშლის. თუმცა, GEM Fest-ის დამფუძნებელი, რომელსაც ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული აქვს, ირწმუნება, რომ ფესტივალი მაინც შედგება და მას კერძო მიწაზე ჩაატარებს.

„არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე ფიქრობენ მხოლოდ, მათ შორის, საქართველოს მთავრობაში და საკუთარი ჯიბის გამდიდრებაზე ფიქრობენ მხოლოდ. რა თქმა უნდა, ელემენტარულად გამოუყოფენ რაღაც თანხებს, მერე იმ თანხებს კაცმა არ იცის, როგორ განკარგავენ და ვიღაც ჯიბეს გაისქელებს,“ - განაცხადა სიგუამ.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე სისაური, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უკვე დაგეგმილი აქვს ღონისძიებები, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში რამდენიმე პროექტი განხორციელდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თამაზ იორაშვილი, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა თანხაა გამოყოფილი ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. 

დღის ამბები