22 სექტემბერი 2018,   21:58
ვრცლად
სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას ოპოზიცია აკრიტიკებს, რისკებზე მმართველი გუნდიც საუბრობს

სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებას, პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ რეფორმა მარცხისთვის იყოს განწირული, ამის მაგალითად პარტიებს ე.წ. იაფი ფულისა და აგოსესხების პროექტები მოჰყავთ.

„ფინანსთა მინისტრის ბოლო განცხადებები არის უპასუხისმგებლო და პოპულისტური. ის, რომ ხალხის ფულით ჩინოვნიკი წყვეტს, ვის მისცეს რა რაოდენობის თანხა და რატომ. ასეთი პროგრამები იყო ყოველთვის, ე.წ. იაფი ფული ფულის პროგრამა, მათ შორის, ამ ხელისუფლების დროს, აგროსესხები, რომლის პროგრამაც ჩავარდა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩში“ ამბობენ, რომ სტარტაპის პროექტები ყოველთვის მაღალი რისკის შემცველია და თანხები იფლანგება.

„რაღაცა ტიპის პროექტები, რომელსაც ეძახიან სტარტაპებს, რომელიც თითქოს, კარგად ჟღერს და, თითქოს, რაღაც სასწაულს მოახდენს ქვეყანაში, დააფინანსებენ ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის გადასახადის სახით წართმეული ფულით,“- განაცხადა „გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის დაანონსებული რეფორმა ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა მას ახლავს რისკები. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, რისკების დასაძლევად მას გამჭვირვალე მმართველობა სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები