22 სექტემბერი 2018,   21:58
ვრცლად
სიცარიელე ბოტანიკური ბაღისა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად-ივანიშვილმა განმუხურის ბულვარი მინიმალურ ფასად შეისყიდა

დენდროლოგიური პარკი, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხეებს აგროვებს და რომელიც ჯერჯერობით საზოგადოებისთვის დაკეტილია, არ არის ერთადერთი მწვანე ობიექტი, რომლის შექმნასაც ყოფილი პრემიერი საზოგადოებას დაჰპირდა. 

მან განმუხურში ბოტანიკური ბაღის და 5-ვარსკვალავიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულებაც აიღო, რაშიც ათობით მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. ამისთვის მას სახელმწიფომ უზარმაზარი ტერიტორიაც გადასცა.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ არც სასტუმრო ჩანს და ბოტანიკური ბაღის ადგილზეც ისევ ძველი ჭაობი დგას.

ივანიშვილმა 3.5 ჰექტარ მიწის ფართობში 2 მილიონ 200 ათასი გადაიხადა. მან ერთი კვადრატულის შესაძენად 25$ გადაიხადა, არადა ორიოდე კილომეტრის მოშორებით, ანაკლიაში, საზღვაო პორტის მშენებლობისათვის მიწების გამოსასყიდად სახელმწიფო კერძო მესაკუთრეებს აქეთ უხდის თითქმის სამჯერ მეტს, დაახლოებით 65$-მდე. რიგ შემთხვევაში კი მიწის ფასი აქ 100-დან 200 დოლარამდეც კი ადის. ოპოზიციაში კი ამბობენ რომ ივანიშვილის მიერ შეძენილი 3.5 ჰექტარი მიწა ბულვარის ნაწილია და ის აუქციონზე არათუ საბაზროზე დაბალ ფასად, საერთოდ არ უნდა გამოსულიყო.

ბულვარის გასხვისებას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგებოდა. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები