20 ივლისი 2018,   01:05
ვრცლად
ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა - ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები 

ლაგოდეხში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ფსიქო-სოციალური დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში 13 ბავშვი სწავლობს. მათთან სპეციალურად გადამზადებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობს. ბავშვებს ლაგოდეხის სხვადასხვა სოფლიდან იღებენ და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ. რამდენიმე თვეა, რაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ცენტრმა დაფინანსება მიიღო და მომსახურებაც გაზარდა.

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ევროპის სამეზობლო პროგრამის, ენპარდის დახმარებით უწყობს ხელს. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანი სოფლად სიღარიბის შემცირებაა. 

სოფლის განვითარების პროექტები ლაგოდეხის გარდა, კიდევ ორ მუნიციპალიტეტში ბორჯომსა და ყაზბეგშია შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები და ევროკავშირმა პროექტების მხარდაჭერის მიზნით 3 მილიონი ევრო გამოყო.

2016 წლიდან, ენპარდი ორი ამოქმედდა და მის ფარგლებში სოფლის განვითარების სამი ახალი პროექტი ახლა დედოფლისწყაროს, ახალქალაქისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ერთი წლის წინ კი პროექტების ჩამონათვალს ხულო და ქედა შეემატა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

დღის ამბები