22 სექტემბერი 2018,   21:58
ვრცლად
სირიული თვითმფრინავები საქართველოს თავზე - რუსი მებრძოლები სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ჩაჰყავთ 

შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის სამთავრობო პოზიციები ზღვიდან და ჰაერიდან დაბომბეს. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მუქარა შაბათს აასრულა და რაკეტების გაშვება ბრძანა. ოპერაციის საბაბი ქიმიური იარაღია, რომელიც სირიელებს რუსების გარეშე არ ექნებოდათ.

დამასკოს მახლობლად მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია 76 რაკეტით, მათ შორის 57 ტომაჰავკით გაანადგურეს.

თუმცა, სულ სხვა რამეს ამტკიცებენ რუსი და სირიელი გენერლები. სირიის არმია ირწმუნება, რომ შეტევის დროს გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჰაერშივე გაანადგურეს.  თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუსული უკანონო სამხედრო ფორმირება ვაგნერის რაზმი რუსეთსა და სირიას შორის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით დაფრინავს.

სააგენტო „როიტერი“ და დასავლეთის ერთი-ორი სადაზვერვო წყარო რომ არა, ალბათ ინფორმაცია, რომ კერძო არმია საქართველოს მუდმივად თავს დატრიალებს, ცნობილი არ გახდებოდა.

ვაგნერის კერძო არმიის საწვრთნელი ბაზა კრასნოდარის მხარეშია, სოფელ მოლკინოში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, რუსული სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს სპეცდანიშნულების მეათე ბრიგადაა განთავსებული. კერძო არმიის მეთაური დიმიტრი უტკინი, მეტსახელად ვაგნერი, თავადაც გრუ-ს ყოფილი პოდპოლკოვნიკია. ორი წლის წინ პუტინმა მას კრემლში საბრძოლო ორდენი პირადად გადასცა.

ყველა ქვეყანა, რომელსაც ჩარტერული რეისები კვეთს, ამ თუ იმ სახით რუსეთის მოკავშირეა. მთელს მარშრუტზე საქართველო ერთადერთია, რომელიც რუსეთთან ფაქტობრივი ომის მდგომარეობაში იმყოფება, შესაბამისად, ყველაზე მეტად გასაკვირია, რომ სამხედრო ამოცანების შესრულებაში ეხმარება პუტინს.

სირიაში რუსი მებრძოლები არა სამხედრო თვითმფრინავებით, არამედ ჩარტერული აირბასებით გადაჰყავთ. კომპანია Cham Wings Airlines სირიაშია რეგისტრირებული და 2016 წლიდან შეერთებული შტატების შავ სიაშია. ზუსტად 2016 წელს მისმა აირბასმა საქართველოს პირველად გადაუფრინა და სირიაში რუსი მებრძოლები ჩაიყვანა.

დღის ამბები