24 აპრილი 2018,   00:55
ვრცლად
ლას-ვეგასში ქანთრის საუკეთესო შემსრულებლები დააჯილდოვეს

ლას-ვეგასში ქანთრის საუკეთესო შემსრულებლები დააჯილდოვეს. ცერემონია გრენდ გარდენის არენაზე გაიმართა.

წლის ფავორიტი და რეკორდსმენი მირანდა ლამბერტი გახდა. ის წლის საუკეთესო ვოკალისტად ოცდამეათედ აღიარეს.

მამაკაცებს შორის ამავე კატეგორიაში კრის სტეპლტონმა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია შარშან მომხდარი სროლის დროს დაღუპულთა გახსენებით დაიწყეს.

2017 წლის ოქტომბერში ლას ვეგასის მუსიკალური ფესტივალის დროს შეიარაღებულმა მამაკაცმა ხალხს სასტუმროდან გაუხსნა ცეცხლი და 58 ადამიანი მოკლა.

დღის ამბები