22 სექტემბერი 2018,   00:44
ვრცლად
"როდესაც საქმე ეხება მანიაკ მოძალადეებს რატომღაც შეწყალების პრეროგატივის გამოყენება საჭიროდ მიაჩნია" - ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო, პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის გარდა ოპოზიციაც აკრიტიკებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ ლოგიკას გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში ვერ ხედავს.

„როდესაც საქმე ეხება მანიაკ მოძალადეებს და ნარკორეალიზატორებს ამ შემთხვევაში რატომღაც შეწყალების პრეროგატივის გამოყენება საჭიროდ მიაჩნია. როგორც ჩანს პრეზიდენტისთვის სხვა გარემოებები უფრო მნიშვნელოვანია. არ ვიცი ეს შეიძლება იყოს ნეპოტისტური თუ რაიმე სხვა ინიციატივები. ვინაიდან ლოგიკას ჩვენ „ევროპული საქართველო“ მის ამ ნაბიჯში ვერ ვხედავთ"-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების მოტივაცია გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. სალომე სამადაშვილის განცხადებით პრეზიდენტის არ იყენებს შეწყალების უფლებას იმისთვის რომ დაუპირისპირდეს პოლიტიკურ რეპრესიებს ,რომელსაც ივანიშვილი იყენებს, სამაგიეროდ კი ქუჩაში უშვებს მოძალადეებს.

„შედეგად კი ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება  როდესაც პოტენციური მოძალადეების წინაშე აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო არის სრულიად უძლური,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვეფხია ბაქრაძე 2015 წელს დააკავეს, მან ყოფილ მეუღლეზე იძალადა. 2017 წელს მან საპყრობილე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა. 2018 წლის 13 აპრილს  კი გამოძიების ინფორმაციით ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით ბაქრაძე გერს, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გამოჭრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები