13 ნოემბერი 2018,   09:52
ვრცლად
ფაქსიმილეს გაყალბება - ბრალდებები და მორიგი დაპირისპირება გედევან ფოფხაძესა და სოფიო კილაძეს შორის  

დაპირისპირება უმრავლესობაში კიდევ უფრო მწვავდება. გედევან ფოფხაძე ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს უპირისპირდება.

ფოფხაძე კილაძეს მისი ფაქსიმილეს გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტის ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი  დეპუტატმა განაცხადა, რომ სოფი კილაძემ მისი ფაქსიმილე მისი ნებართვის გარეშე, მაშინ გამოიყენა, როდესაც ფოფხაძე მივლინებაში იმყოფებოდა. 

მოხდა თუ არა კილაძის მხრიდან გედევან ფოფხაძის ფაქსიმილეს გაყალბება, ამასთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძემ დღეს უკვე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა აქვს.

გარდა ამისა, გედევან ფოფხაძემ დაადასტურა, რომ ის სხდომებს იშვიათად ესწრება.

„კერძო საუბარი მქონდა ჟურნალისტთან და მე ვიცოდი, რომ კამერა რა იწერდა. კერძო საუბარში რაღაცა ვიღაცას ვუთხარი, ამის თაობაზე საჯარო სივრცეში საუბარს მე არ ვთვლი სწორად,“ - ამბობს ფოფხაძე.

 

დღის ამბები