20 ივლისი 2018,   00:56
ვრცლად
არეულობა და შეტაკებები ერევანში - მომიტინგეები სერჟ სარქისიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ 

ერევანში, პრემიერის პოსტზე სერჟ სარქისიანის დანიშვნის მოწინააღმდეგეთა აქცია, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმის კორდონის გარღვევა სცადეს. არეულობაც ამის შემდეგ დაიწყო. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ჩხუბის დროს, პოლიციელებიც და აქციის მონაწილეებიც დაშავდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს ოპოზიციონერი დეპუტატი და მიტინგის ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანიც.

ე.წ. "დაუმორჩილობლობის აქცია" ერევანში დილიდან მიმდინარეობს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა რამდენიმე ქუჩის და ქალაქის ცენტრთან დაკავშირებული ხიდის ბლოკირებაც შეძლეს. სერჟ სარქისიანი, რომელიც ქვეყანას 10 წელი მართავდა, ხვალ პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა დაამტკიცოს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

დღის ამბები