19 ივლისი 2018,   00:06
ვრცლად
პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი დღეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება

ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს დღეს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვდება.

პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას იმ რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მოსმენა სურს, რაც ქალთა ძალადობასა და ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალებას შეამცირებს.

„გაიმართება მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, პროფესიულ წრეებთან იმისთვის, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები როგორ უნდა გაძლიერდეს შეწყალების კომისია, რომ მაქსიმალურად ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევებში განხილვის სტანდარტი იყოს რაც შეიძლება მაღალი და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს,“-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

პარალელურად, ქალთა ძალადობასთან ბრძოლას კანონის გამკაცრების მოთხოვნით იწყებს ევროპული საქართველო. ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო სექტორს გააცნობენ. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა საკმარისი არაა და აუცილებელია მოძალადე 48 საათის განმავლობაში დაკავებული იყოს.

„ეს შეუწყობს ხელს ყველა შემთხვევას და ამ შემთხვევასაც, რაც შემზარავი იყო ბოლო დღეების მანძილზე, რომ უბრალოდ ადამიანები გადავარჩინოთ სიკვდილს,“-ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები