18 ივლისი 2018,   23:55
ვრცლად
მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ - პრეზიდენტი 

საქართველოში ნატოს დღეები გაიხსნა. ღონისძიების მიზანი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობაა.

ნატოს დღეები წელს მე-11 აღინიშნება და ის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებენ.

„საინფორმაციო ომი,  პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, ომი რომელიც მიმდინარეობს სულ უფრო მეტი დახვეწილობით და ჩვენგან მოითხოვს კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას, ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები