24 აპრილი 2018,   14:30
ვრცლად
სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები - არასამთავრობოთა კოალიცია აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა 

არასამთავრობოთა კოალიცია ამერიკის საელჩოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ამერიკელ დიპლომატებს ქართულ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები გააცნეს.

არასამთავრობოებმა შეხვედრის დროს საკანონმდებლო წინადადებებზეც ისაუბრეს, რომელსაც კოალიცია პარლამენტს სთავაზობს. მათ შორისაა სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილება, მათ შორის ისაუბრეს, მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებას, ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის უფრო მეტად დახვეწაზე.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არის აქტიური მხარდამჭერი საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ზრდის და მათ შორის სასამართლო რეფორმირების. ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებაში დგას, ბუნებრივია, ცხადია ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს არის დღეს არსებული კლანური მმართველობა სასამართლოში, ის, რომ რეფორმები ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს და არის ორიენტირებული სასამართლოში არსებული ძირეული პრობლემების გადასაჭრელად,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ  გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლო ბევრი პრობლემის წინაშე დგას და მათ შორის, გიგაური ყველაზე დიდი პრობლემად, კლანურ მმართველობას მიიჩნევს.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის კლანური სისტემა, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში. მაგრამ, ამავდროულად არის დაუხვეწავი კანონმდებლობა,“ - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია ამბობს, რომ კოალიციამ ინიციატივა 5 საკითხთან დაკავშირებით წარადგინა.

დღის ამბები