19 ოქტომბერი 2018,   22:57
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებს დღეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დიმიტრი ჭრელაშვილი, გივი ბეგიაშვილი და კახა ბეჟიტაშვილი, რომლებიც სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დააკავეს, წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

მოსამართლემ წარსულში ნასამართლევი ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მოწმეებზე ზეწოლის ან მიმალვის საფრთხის გამო, სამივე პატიმრობაში დატოვა.

ერთ-ერთი დაკავებული, დიმიტრი ჭრელაშვილი, მისი აყვანის დროს მომხდარ კანონდარღვევებზე საუბრობს და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას აცხადებს.

დღის ამბები