18 ოქტომბერი 2018,   08:10
ვრცლად
"აშშ-მ ძალიან ნათლად უთხრა მთავრობას რა პრობლემები არსებობს დემოკრატიის კუთხით" - სერგი კაპანაძე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საუბარია რუსთავი 2-ის საქმესა და ზოგადად, საქართველოში არსებულ მედია-გარემოზე, ოპოზიცია ეხმაურება. 

ანგარიშში ხაზგასმულია სხვადასხვა ორგანიზაციის შეშფოთება მთავრობის მიერ კრიტიკულ მედიაში ჩარევის შესახებ და მედიაპლურალიზმის პრობლემაზე. დოკუმენტში ასევე საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე, რომელსაც ხელისუფლება სწორედ მედიაზე ზეწოლისთვის იყენებს.

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ იმ პრობლემებს, რომელიც მოხვდა ანგარიშში, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ადევნებს თვალს და საუბრობს ამაზე.

„ის, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ძალიან ბევრი კომენტარი კეთდებოდა და ძალიან ბევრი საეჭვო ვითარება იყო, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ სასამართლო შეიძლება დამოუკიდებელი არ ყოფილიყო, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორეა თავად სასამართლოს რეფორმის პროცესი, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ცალსახად პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობდა და ის, რომ სასამართლოს პოლიტიკური დღის წესრიგი სამწუხაროდ იყო "ქართული ოცნების" დღის წესრიგი და არა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს „ევროპული საქართველო.“ სერგი კაპანაძე ამბობს, რომ სასაცილოა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ანგარიშზე, თითქოს იქ პოზიტიური შეფასებებია გაკეთებული.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან ნათლად უთხრა მთავრობას რა პრობლემები არსებობს მთავრობაში დემოკრატიის  კუთხით. იქ არის საუბარი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების კონტროლქვეშ,  რომ მედიაპლურალიზმი არის შემცირებული. მიმდინარეობს მათ შორის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკურ ოპონენტებზე თვათვალი. ეს არის ზუსტად იგივე გზავნილები, რომელიც ჰქონდა "Freedom hause-ს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები