18 ოქტომბერი 2018,   08:10
ვრცლად
ვითარება ერევანში ამ დრომდე დაძაბულია - დემონსტრანტები პოლიციის განყოფილებასთან არიან შეკრებილები

საპროტესტო აქციების მეათე დღე - ვითარება ერევანში ამ დრომდე დაძაბულია. დემონსტრანტები პოლიციის განყოფილებასთან არიან შეკრებილები და დაკავებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ. სამართალდამცველთა ალყაშია პოლიციის შენობა და მიმდებარე ქუჩები.

ოპოზიციის ლიდერებისა და დემონსტრანტების  დაკავება პოლიციამ დილიდან დაიწყო.

შეტაკებების დროს ძალოვნებმა სპეცსაშუალებები გამოიყენეს და 200-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს. დაკავებულთა შორისა ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია.

სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ დაანონსებული ხავერდოვანი რევოლუციის ინიციატორი, პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის მხარდამჭერებთან ერთად ერევნის სამთავრობო კვარტალში მიტინგის გასამართად მიდიოდა. ადგილზე მისულებს კი პოლიციის კორდონი დახვდათ. ნიკოლ პაშინიანმა სამართალდამცველებთან მოლაპარაკება სცადა და მათ ხალხის მხარეს გადასვლა ურჩია, თუმცა შუა ლაპარაკში სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები დაადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.
 

დღის ამბები