18 აგვისტო 2018,   13:06
ვრცლად
გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე - მარია ზახაროვა

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება და ამ პროცესში ხელისშემშლელი არც ტატუნაშვილის საქმე იქნება - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეკომპანია "დოჟდის" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასევე ნათქვამია:

“როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა.” ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა, აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე, მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს,” - აცხადებს ზახაროვა.

დღის ამბები