27 მაისი 2018,   17:41
ვრცლად
საქალაქო სასამარლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამარლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

სასამართლოს ჩვენებას უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები აძლევენ. ისინი მიაწვდიან სასამართლოს ინფორმაციას, გაუწია თუ არა დაკავების დროს შოაიფ ბორზიევმა წინააღმდეგობა და ჰქონდა თუ არა მას იარაღი.

პროკურორი, ნანა ხუნჯუას თქმით, დაიკითხებიან სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წევრები, რომლებიც ბორზიევის დაკავებაზე ისაუბრებენ. ასევე, დაიკითხება მოწმე, რომელიც ისაუბრებს საქართველოში მყოფი აჰმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების საზღვრისპირა რეგიონიდან თბილისამდე ჩამოყვანაზე.

ადვოკატი, ინგა ბოლოთაური იმედოვნებს, რომ მარგოშვილის და ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა და ისინი უდანაშაულოები არიან. ადვოკატის თქმით, ამას თავად პროცესზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებიც ადასტურებს.

ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები