27 მაისი 2018,   17:25
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი თავისუფალია, მასთან ერთად ოკუპირებული ცხივალი კიდევ ერთმა დაკავებულმა დატოვა

სოფელ ქერედან ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი თავისუფალია. ის უკვე საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და ამ წუთებში მისი დაკავების დეტალებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას უყვება. მასთან ერთად, გათავისუფლებულია კიდევ ერთი მოქალაქე, გორის მკვიდრი 31 წლის სოსო დვალიშვილი. მისი დაკავების შესახებ მედიაში ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

რაც შეეხება მისირელს, ის საოკუპაციო ხაზთან ახლოს საქონელს მწყემსავდა, როდესაც ოკუპანტებმა აიყვანეს.

ორივე დაკავებული ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

დღის ამბები