18 აგვისტო 2018,   13:06
ვრცლად
დაპირისპირება მმართველ გუნდში და საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც ე.წ. ახლების და ძველების გუნდები ვერ თანხმდებიან

გადამწყვეტი ბრძოლა გავლენებისთვის „ქართული ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ანი მიროტაძე ავრცელებს და ამბობს, რომ კახა კალაძე და ახლების გუნდი მხარს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს უჭერდა, ძველები გიორგი კვირიკაშვილს.

პოლიტიკურ ბანაკებს შორის დაპირისპირება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ისე გამწვავდა, რომ ლამის მმართველი პარტიის ერთობა გაიყო. ვითარება ბიძინა ივანიშვილის დუმილმაც დაძაბა, რომელიც არც თალაკვაძეს და არც კვირიკაშვილს უჭერდა მხარს.
ანა მიროტაძის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი თავადაც აქვს დაწყებული. ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტობა პოეტ დავით მაღრაძეს შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო. თავად დავით მაღრაძემ ივანიშვილთან კონსულტაციები დღეს არ დაადასტურა.

ინფორმაციას, რომ დავის საგანი თანაპარტიელებს შორის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში,“  მათ შორის არჩილ თალაკვაძეც ამტკიცებს, რომ მის კანდიდატურაზე მმართველ პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები