18 აგვისტო 2018,   13:06
ვრცლად
"იმედია რომ საერთო ენას გამოძებნიან დაპირისპირებული მხარეები"-ვოლსკი სომხეთში სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. გია ვოლსკის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მეზობელმა ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ დაპირისპირებული მხარეები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.

„განვითარება მთავარია და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ეს არის ის საკითხი, რომელიც საქართველოს მარტო იმიტომ არ აინტერესებს, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს მეგობრულ ქვეყანასთან. იმედია, რომ საერთო ენას გამოძებნიან დაპირისპირებული მხარეები და იმედია, რომ თვითონ რესურსი პარლამენტში პოლიტიკურ გუნდებში რაც არსებობს გამოყენებული იქნება ამ მიზნით,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში სერჟ სარგსიანი გადადგომით დასრულდა. პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ერთ კვირიანი მუშაობის შემდეგ მთავრობის მეთაური იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. სარგსიანთან ერთად გადადგა მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით.  

დღის ამბები