19 ოქტომბერი 2018,   22:53
ვრცლად
"შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი" - პრეზიდენტი მმართველ გუნდს პასუხობს, "ოცნება" კი მას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია - ასეთია პრეზიდენტის გამოხმაურება მმართველი გუნდის ბრალდებებზე, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას უკავშირდება.

გიორგი მარგველაშვილმა ქართული ოცნება მის წინააღმდეგ საბჭოური ენკავედეს მეთოდებით ბრძოლაში დაადანაშაულა.  

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ უმრავლესობის დეპუტატებისთვის საგანგებო ინსტრუქცია მმართველი პარტიის პრესამსახურში მოამზადეს, სადაც ეწერა, როგორ უნდა მოეხდინათ ქვეყნის პირველი პირის დისკრედიტაცია.

პრეზიდენტის მწვავე განცხადებებს ორი ადრესატი ჰყავდა - პარტია ქართული ოცნება და შინაგან საქმეთა სამინისტრო.  

გიორგი მარგველაშვილმა გიორგი გახარიას უწყება ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მას დანაშაულის შესახებ სტატისტიკა არ მიაწოდეს და შემდეგ ეს ამბავი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიაში გამოიყენეს.

პრეზიდენტის კრიტიკას მმართველ გუნდში მალევე უპასუხეს.

ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი ყურადღების სხვა მოედანზე გადატანას ცდილობს. ოცნება პრეზიდენტს ურჩევს, ბრალდებების ნაცვლად,  პასუხისმგებლობით მოეკიდოს მის საქმიანობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები