18 აგვისტო 2018,   13:07
ვრცლად
„პატრიოტების“ მზადება მორიგი მოსკოვური ვოიაჟისთვის - ფრაქცია დეპუტატებისთვის ოფიციალური დელეგაციის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ფრაქცია პატრიოტების თავმჯდომარე, გიორგი ლომია, უკვე მეხუთე დღეა, მოსკოვში მისი თანაგუნდელების ვიზიტს ამზადებს. ვისთან მართავს არაფორმალურ მოლაპარაკებებს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ლომიამ საუბარი არ ისურვა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, კი ადასტურებს, რომ მისი გუნდი რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს, დეპუტატების ჯგუფს ოფიციალური დელეგაციის სტატუსი მიანიჭონ.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ოფიციალური სტატუსის მინიჭებაზე ოფიციალური უარი ქართულ ოცნებას არ უთქვამს. მმართველ პარტიაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პატრიოტების შეხვედრებს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან არანირი შეხება არ აქვს.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში ქართული ოცნებასთან შეთანხმებით ჩადის და მათ გზავნილებს ახმოვანებს.

პატრიოტები მოსკოვში მაისის შუა რიცხვებში გაემგზავრებიან. რიგით მესამე ვიზიტის შემადგენლობაში იქნება თუ არა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან მოურავი, ჯერ უცნობია.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები