27 მაისი 2018,   17:38
ვრცლად
22 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებს პატივს სამების ტაძარში მიაგებენ

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული 22 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. 20 დაღუპულის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში, ორი კი ახლობლების მოთხოვნით საკუთარ სახლში გადაასვენეს.

მთლიანობაში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას უგზო უკვალოდ დაკარგული, 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული, რომელთაგან 109 ქართველი, ხოლო 39 აფხაზი მებრძოლია.

სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს, ხვალ 4 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„მთლიანობაში 148 ადამიანი არის იდენტიფიცირებული. აქედან 109 არის ქართული მხარის მებრძოლი , 39 არის აფხაზური მხარის მებრძოლები. და 177 ადამიანი არის რომლებიც ექსჰუმირებული არიან უკვე და რომელთა იდენტიფიცირების პროცესი მიდის,“-განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები