27 მაისი 2018,   17:41
ვრცლად
ოპერაციის დროს ქართველმა მედიკოსებმა ბავშვს მუცელში დოლბანდი ჩაუტოვეს - „კურიერმა“ ფრანგი ექიმების დასკვნა მოიპოვა

2 თვის ასაკში "იაშვილის კლინიკაში" გაკეთებული ოპერაციის დროს მედიკოსებმა ბავშვს დოლბანდი დაუტოვეს. ნენე მოდებაძის მუცელში ქართველი ექიმების მიერ დატოვებული სამედიცინო დოლბანდი წლისა და ორი კვირის შემდეგ ფრანგმა ექიმებმა აღმოაჩინეს.

ნენე მოდებაძეს ორი თვის ასაკში კასიას ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც "იაშვილის კლინიკაში" სამედიცინო ბრიგადას მუცლის ღრუში დოლბანდი დაუტოვა. უცხო სხეულმა სეფსისის განვითარება გამოიწვია და ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახს თბილისში უთხრეს, რომ ნენე მოდებაძეს ღვიძილის გადანერგვა სჭირდებოდა, ოპერაცია კი საქართველოში არ კეთდებოდა. ბავშვი ოჯახმა საფრანგეთში გადაიყვანა. ახალშობილის უკიდურესად რთული ჯანმრთელობის მიზეზის დადგენას ფრანგი მედიკოსები ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ.  ქირურგიული მანიპულაციის ჩატარების შემდეგ კი ქართველი ექიმების მიერ ბავშვის მუცლის ღრუში დატოვებული დოლბანდი ამოიღეს.

„კურიერს“ ხელში ჩაუვარდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოს კლინიკის ექიმების მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა, ე.წ "ფორმა 100", რომლის მიხედვით, ფრანგი ექიმები ამბობენ, რომ ნენე მოდებაძის სხეულში დოლბანდი ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დარჩა.

"იაშვილის კლინიკის" დირექტორი აცხადებს, რომ ბავშვის გადარჩენა მათ საავადმყოფოში ჩატარებული უნიკალური ოპერაციის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამედიცინო სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. 

ნენე მოდებაძეს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ღვიძლი გადაუნერგეს. ახლა ის სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოჯახი ახლა საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება. ბავშვის მკურნალობას საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს.

დღის ამბები