27 მაისი 2018,   17:37
ვრცლად
სასამართლო პროცესი მთავარი ადვოკატის გარეშე - აფგან მუხთარლი ციხეში რჩება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, მთავარი ადვოკატის გარეშე დარჩა. ნემთ ქერიმლის ადვოკატის ლიცენზია, აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიამ პროცესამდე ერთი დღით ადრე, 1 წლით შეუჩერა.

ის, რომ მისი მთავარი ადვოკატი ნემათ ქერიმლი პროცესზე მის უფლებებს ვერ დაიცავდა, აფგან მუხთარლიმ სხდომის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, შეიტყო. პროკურატურა ქარიმლის მუხთარლის საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.

მუხთარლის პროცესს შაქის რაიონულ სასამართლოში რუსუდან მჭედლიშვილი ესწრებოდა, კონსტიტუცია 42-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა სახლის სახელით. ყვება, რომ პროცესზე მას მუხთარლისთნ გასაუბრების საშუალებაც კი არ მისცეს. პროცესზე მას ერთი ადვოკატი ყავდა, თუმცა მუხთარლი თავს, ძირითადად, თვითონ იცავდა. სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მუხთარლი ციხეში 6 წელი უნდა იჯდეს. ამ ბრალდების მიხედვით, მუხთარლიმ აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრე ფიზიკურად შეურაცხყო, თან კი არადეკლარირებული 10 000 ევრო ჰქონდა. განაჩენი ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა სხდომაზე ვერ შეძლო იმ მესაზღვრემ, რომელსაც გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

მუხთარლი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს, საბოლოოდ კი სიმართლის დასადგენად, სტრასბურგში, ადმიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში იბრძოლებს.

აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ მისის დევნას მისი საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის გამო განიცდის და ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორობის მსხვერპლი გახდა.

დღის ამბები