17 აგვისტო 2018,   19:46
ვრცლად
რეკრეაციული ზონები ავტოფარეხების ნაცვლად - კახა კალაძე მოსახლეობას ინიციატივით მიმართავს

რეკრეაციული ზონები ავტოფარეხების ნაცვლად - კახა კალაძე  ინიციატივით გამოდის და მოსახლეობას სთავაზობს ავტოფარეხები მოსასვენებელი ადგილებით, სკვერებით და სპორტული მოედნებით ჩაანაცვლონ. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და გამგებლებს კონკრეტული დავალებები მისცა. მათ მოსახლეობა უნდა დაარწმუნონ , რომ უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა გასცენ.

კახა კალაძის განცხადებით, ავტოფარეხების დემონტაჟი მხოლოდ მოქალაქეებთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება. აღებული ავტოფარეხის სანაცვლოდ მოქალაქე კომპესაციას არ მიიღებს, თუმცა სკვერის ან მოედნის მშენებლობის ხარჯებს მერია დაფარავს.

მერის ინიციატივასთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრი ორად იყოფა. ნაწილი დემონტაჟის მომხრეა, ნაწილი კი იმ მოტივით რომ ავტოფარეხს სათავსოდ იყენებს, მისი აღების წინააღმდეგია.

კახა კალაძეს ეთანხმება ოპოზიცია. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ , რომ მერს კონკრეტული გეგმა არ აქვს. „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ინიციატივა გიგი უგულავას ეკუთვნის, რომელიც დავით ნარმანიამ აღარ განახორციელა. 

დღის ამბები