26 მაისი 2018,   14:12
ვრცლად
ვაჩვენეთ ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო კლუბებში, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი - ნათია მეზვრიშვილი

„ვაჩვენეთ ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო კლუბებში, უშუალოდ, შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი,“ - ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშილმა, სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და სახალხო დამცველის მოადგილე ორი საათის განმავლობაში ძალოვნებს ხვდებოდნენ. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დამადასტურებელი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც ასახულია, როგორ ხდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია იმ კლუბებში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

„ვაჩვენეთ ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო კლუბებში, უშუალოდ შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი. იყო  ისინი, რომელიც გასაჯაროვდა და იყო ასევე სხვა ვიდეო მასალაც.

"გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს, მესმის, რომ მათ არ უნდათ დადასტურებული ფაქტების აღიარება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ იმ კუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, ყველა გამსაღებელი, რომელის იდენტიფიცირება მოხდა, დაკავებულია. შს  მინისტრის მოადგილის განცხადებით, 7 მათგანის დაკავება მოხდა კლუბის გარეთ, ხოლო ერთი მათგანის დაკავება უშუალოდ კლუბში.

„კლუბებში, შიგნით, როგორც ერთ კლუბში, ის მეორე კლუბში, ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება,“ - აღნიშნა მეზვრიშვილმა.  

დღის ამბები