19 ოქტომბერი 2018,   22:55
ვრცლად
მაქვს შეგრძნება, რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში აღარ მოხდება - ბაია პატარაია გახარიას გადადგომის აუცილებლობას ვეღარ ხედავს

12 მაისის ღამე და ფორმები, რომლითაც შსს-მ სპეცოპერაცია განახორციელა - ბაია პატარაია იმ შეხვედრების დეტალებზე საუბრობს, რომელიც შს მინისტრთან უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს.

„ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ გიორგი გახარია ბოდიშს იხდის იმ შემთხვევაში, თუ დადასტურება, რომ  სპეცოპერაციის დროს რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი. ბაია პატარაია განმარტავს, რომ მას ეს შთაბეჭდილება არ დარჩენია შეხვედრის დროს და იმ აზრს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, არავინ იზიარებს.

მისივე თქმით, ამ შეხვედრებიდან მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ შსს-მ კარგად აღიქვა ის პროტესტი, რომელიც მსგავს ფაქტებს შეიძლება, მოჰყვეს. ამიტომ მსგავსი ნაბიჯებისგან სამომავლოდ თავს შეიკავებს.

„მე მაქვს შეგრძნება, რომ მსგავსი ფაქტი - შეიარაღებული შევარდნა, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქართველოში აღარ მოხდება,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, მოთხოვნები, რომელიც აქციაზე გაჟღერდა თავდაპირველად, სპონტანურად ჩამოიწერა და გაჟღერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს აქცია გადაიქცა არა მხოლოდ „თეთრი ხმაურის“, არამედ საყოველთაო აქციად, გამოიკვეთა მთავარი პრობლემა, რომ საქართველო იქცა პოლიციური სახელმწიფოდ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი არ არის,  გადადგება თუ არა გახარია. 

დღის ამბები