18 ოქტომბერი 2018,   08:09
ვრცლად
12 მაისი დაიწყო ხელისუფლების დაწერილი სცენარით და დასრულდა ხელისუფლების მიერ დაწერილი სცენარით - ზაალ უდუმაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი 12 მაისს ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებს გადაცემა არჩევანში ეხმაურება.

მისი თქმით, ეს მოვლენები პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან. 

„მინდა, მივულოცო ბიძინა ივანიშვილს ასეთი ტრიუმფალური დაბრუნება. პირდაპირ კავშირშია ის, რაც 12 მაისს ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 12 მაისი დაიწყო ხელისუფლების მიერ დაწერილი სცენარით და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დასრულდა ხელისუფლების მიერ დაწერილი სცენარით,“ -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციაზე მოხდა, როდესაც ადგილზე მიიჭრნენ კონტრაქციის მონაწილეები, იყო ხელისუფლების გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ მათ დაუპირისპირდებიან ფაშისტური მოძრაობის გზით.

მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ მთელი ხელისუფლება ბერა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, რადგან მისი ერთი კლიპი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კონკრეტული განცხადებები გაეკეთებინათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები