20 აგვისტო 2018,   23:11
ვრცლად
რეზოლუცია პალესტინელთა დაცვის შესახებ-გაეროს უშიშროების საბჭო დოკუმენტს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინელთა დაცვის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავს. რიგგარეშე სესიამ, რომელზეც ღაზასა და ისრაელის საზღვარზე განვითარებული მოვლენები განიხილეს, პალესტინისა და ისრაელის წარმომადგენელთა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელის არმიის ქმედებებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა, ისრაელის ელჩმა კი პალესტინელი დემონსტრანტები ”ჰამასის” მძევლებად მოიხსენია. შეტაკებების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთის ელჩის განცხადებით შეუძლებელია საბჭომ უყურადღებოდ დატოვოს ის ფაქტი, რომ ისრაელმა ძალას გადაამეტა. თურქეთმა პროტესტის ნიშნად ისრაელის ელჩს ქვეყანა დროებით დაატოვებინა. ამის საპასუხოდ კი ისრაელიდან თურქეთის კონსული გააძევეს. თავად პალესტინამ ვაშინგტონიდან ოფიციალური წარმომადგენელი გაიწვია.

დღის ამბები