18 ოქტომბერი 2018,   08:10
ვრცლად
მეოთხე დღეა სამართალდამცველები 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ

მეოთხე დღეა სამართალდამცველები 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი სახლიდან 12 მაისს გავიდა. ახალგაზრდა მამაკაცი  ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობს.  

ის სამეთვალყურეო კამერამ ბოლოს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა.

ოჯახი, 22 წლის ბიჭის აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს, კატეგორიულად გამორიცხავს. სამართალდამცველებმა გიგას პირადი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი დაათვალიერეს, თუმცა გიორგი გოგიტიძის თქმით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს. 

დღის ამბები