20 ივნისი 2018,   00:22
ვრცლად
მანკენ ფისი ქართულ ჩოხაში - ორიგინალური მილოცვა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო მასშტაბითაც აღნიშნავენ. საზეიმო თარიღი ევროკავშირის დედაქალაქში, ტრადიციულად, ორიგინალურად მიულოცეს საქართველოს.

ბრიუსელის მთავარი სიმბოლო - მანკენ ფისი, ხვალამდე ქართულ ჩოხაში იქნება გამოწყობილი.

მანკენ ფისთან მივიდნენ ასევე ქალაქის მერიის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს დღევანდელი დღე.

ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ პირველი რესპუბლიკის ორიენტირი იყო, რომ საქართველო ევროპულ რუკაზე შესამჩნევი ყოფილიყო.

დილიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ევროპარლამენტარები სოციალური ქსელების მეშვეობით ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

დღის ამბები