20 ივნისი 2018,   00:23
ვრცლად
დამოუკიდებლობის 100 წლისთავი - ქუთაისში „ცისფერყანწელების“ ეპოქა გააცოცხლეს

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ქუთაისში „ცისფერყანწელების“ ეპოქა გააცოცხლეს. მოეწყო მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენები. ერთი დღით ქუთაისის ძველი უბანი მე-20 საუკუნის დასაწყისს და “ცისფერყანწელების“ პერიოდს დაუბრუნდა.

გაიმართა ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. სიმებიანი კვარტეტის შესრულებით მოეწყო კლასიკური მუსიკის კონცერტი.

ქუთაისის სტუმრებისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური, სადღესასწაულო დღე კი გალაკონცერტით დასრულდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები