16 ოქტომბერი 2018,   10:58
ვრცლად
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს - ქვეყანა დილიდან მთელი მსოფლიოდან მილოცვებს იღებს

დილიდან საქართველო მთელი მსოფლიოდან მილოცვებს იღებს. შვიდი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია თბილისშია. მათ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავისუფლების მოედნიდან მოულოცეს.

პრეზიდენტები ტრიბუნიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ. 26 მაისი საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ქართულად მიულოცა.

დღეს ერთგულების ფიცი ახალწვეულებმა და რეკრუტებმა თბილისში, შინდისში, ვარძიაში, ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში დადეს. ფიცის დადების პატაკი საქართველოს მთავარსარდალს 6-ვე ადგილიდან ჩააბარეს.

ქართული და ამერიკული ელიტური ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობები, იუნკერები და კადეტები დღეს თავისუფლების მოედანზე ერთმანეთს ცვლიდნენ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა დედაქალაქის მთავარ მოედანზე საუკუნისწინანდელი ქართული არმიის სამხედრო ფორმით გამოვიდა.

სპეცილურად დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1918-1921 წლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარშიც აღადგინეს.

რეკრუტების მიერ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ტრიბუნასთან გამომსვლელები ავიდნენ, პირველი პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ამავე თემაზე
დღის ამბები