20 ივნისი 2018,   00:23
ვრცლად
აუცილებელია, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ჩათვალონ, რომ ჩვენი ქვეყანა არის მზად - სალომე სამადაშვილი ნატო-ში გაწევრიანებაზე

ოპოზიციის წევრები საქართველოს პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2021 წელს - საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავზე, მას იმედი აქვს, რომ საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეხვდება.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე დიდ გავლენას საქართველოში ჩასატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენებიც იქონიებს.

„აუცილებელია, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ჩათვალონ, რომ ჩვენი ქვეყანა არის მზად, მათ შორის, საკუთარი პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველაფერი ის, რაც მოხდება უახლოეს თვეებში საპრეზიდენტო არჩევნებზე, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამ ქვეყანაში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რეალურად რა ძალისხმევას გასწევს დიპლომატიურ ასპარეზზე ამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები