16 ოქტომბერი 2018,   10:59
ვრცლად
დადუნაშვილი არ არის მოკლული იმ არასრულწლოვანის დანით, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის - "კურიერმა" სასამართლო სხდომიდან ჩანაწერი მოიპოვა

"ლევან დადუნაშვილი არ არის მოკლული იმ არასრულწლოვანის დანით, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის," - თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტებმა დასკვნა წარადგინეს. ვითარება სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე ეს დასკვნა.

ორი მეთორმეტეკლასელის საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. წყობიდან გამოსული პროკურორი ადვოკატის საცემრად გაიწია და დამოუკიდებელ ექპერტს დაჭერით დაემუქრა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს.

კონფიდენციალურმა წყარომ კურიერს დღევანდელი სასამართლო სხდომიდან ჩანაწერი მიაწოდა, სადაც ექპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მოზარდები მაკრატლით მოკლეს.

აქამდე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ სასიკვდილო ჭრილობები დანით იყო მიყენებული.

„დავით სარალიძის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბესთან არსებული ორი დაზიანება კუთხოვანი და ხაზოვანი ფორმისაა, ორმაგი. არ წარმოადგენენ ნაკვეთ, ნაჩხვლეტ დაზიანებებს და მიყენებული უნდა იყოს ერთი და იმავე საგნით, რომელსაც აქვს თავისებურებები. არ გამორიცხავს მათ მიყენებას გაშლილი, ისევ მაკრატელზე წავედით, ანუ დანები გამორიცხულია,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები