17 აგვისტო 2018,   19:43
ვრცლად
ისტორიაში ყველაზე საშინელი ოლიგარქიული ბატონ-ყმობის უღელი გადასაგდებია - ნათელაშვილი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე საქართველოს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან მიულოცა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მხოლოდ დამოუკიდელობის გამოცხადება არ ნიშნავს ქვეყნის თავისუფლებას - ამისთვის ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებაა აუცილებელი.

"აწმყომ აჩვენა, რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის საკმარისი არ არის. ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს," - ილიას დანაბარები აღსასრულებელია. ისტორიაში ყველაზე საშინელი ოლიგარქიული ბატონ-ყმობის უღელი გადასაგდებია, ოთარაანთ ქვრივი გამოსახსნელია,"-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები