19 ოქტომბერი 2018,   22:56
ვრცლად
ჩუბინაშვილის 30 ნომერში მცხოვრები დევნილები შენობის მთლიანად მათთვის გადაცემას ითხოვენ

ჩუბინაშვილის 30 ნომერში მცხოვრები დევნილები ეკონომიკის სამინისტროსგან შენობის მთლიანად მათთვის გადაცემას ითხოვენ. მათი თქმით, ბინები მათ დაკანონებული აქვთ, თუმცა იმის გამო, რომ შენობის ნაწილი, მათ შორის სადარბაზო და დერეფანი, ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება ავარიული შენობის შეკეთება ვერ ხერხდება, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.

„უკვე რამდენიმე წელიწადია, აფხაზეთიდან დევნილი პიროვნებები ითხოვენ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საერთო ფართებზე, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ, დღემდე არ მომხდარა აღნიშნული განცხადება განხილული. ჩვენ ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული განცხადების განხილვა, მოხდეს სწრაფი რეაგირება მასზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ რადიკალურ ზომებს და გადავინაცვლებთ ეკონომიკის სამინისტროსთან,“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენელმა ქეთი ახალკაცმა.

ეკონომიის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

 

დღის ამბები