20 ივნისი 2018,   00:20
ვრცლად
უკრაინა რუსეთს ახალი ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შემუშავებაში ადანაშაულებს

უკრაინა რუსეთს ახალი ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შემუშავებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც უკრაინის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გადასცა. ასამბლეის საგაზაფხულო სხდომა ვარშავაში მიმდინარეობს. დოკუმენტი რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მიმდინარე სამუშაოებს აღწერს, ანგარიშში ასევე წერია, რომ პოლონიუმის გამოყენებით ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა და სოლსბერიში სერგეი სკრიპალზე მომხდარი თავდასხმა, არის მტკიცებულება, რომ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს საზღვარგარეთ იყენებს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ებოლას მსგავსი ახალი ვირუსის შექმნაზეც მუშაობს.

დღის ამბები