17 აგვისტო 2018,   19:44
ვრცლად
"უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი," - ილია მეორე "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

"უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საუბრობდა ბოლო დროს "რუსთავი 2"-სა და ეკლესიას შორის არსებულ ვითარებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება.

"მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება", - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები