22 სექტემბერი 2018,   00:44
ვრცლად
თეა წულუკიანი თავის რანგში ეფექტიანი მინისტრი იყო - სოფო კილაძე

„მე ვერ გავიზიარებ სამოქალაქო სექტორი მოსაზრებას, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ქალბატონ თეას არაერთი რეფორმა უკავშირდება, აქედან გამომდინარე, თავის ამპლუაში, რანგში ეფექტიანი მინისტრი იყო,“- ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააკეთა.

ის თეა წულუკიანის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას არ იზირებას. სოფო კილაძე თეა წულუკიანს დადებითად ახასიათებს.

სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია კი ითხოვს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში წულუკიანი არ იყოს. 

მან კომენტარი დროებით მთავრობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით იყო განპირობებული.

„იგეგმება რეორგანიზაცია მთავრობის სტრუქტურის კუთხით, რასაც მოჰყვება, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა იქნას დამტკიცებული,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები