10 დეკემბერი 2018,   20:49
ვრცლად
თუ სტატუსი არ მექნება, კიდევ უფრო შემტევი ვიქნები, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება - თეა წულუკიანი

„ახალ შემადგენლობაში მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.

წულუკიანმა იმ საკითხზე გააკეთა განმარტება, იქნება თუ არა ის განახლებული კაბინეტის ახალ შემადგენლობაში.

მან განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მისი თქმით, ის რჩება ოცნების გუნდში.

„ახალ შემადგენლობაში მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი. მე მინდა, იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას სვამენ, ვუთხრა, რომ ახალ შემადგენლობაში თუ ვარ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზში, ჩემს გამონათქვამებში, ჩემს პოზიციებში და გარეთაც ნურავის ნუ ექნება ილუზია, ვიქნები ქართული ოცნების გუნდის მხარდამჭერი, მათი თანამებრძოლი, ვიქნებით შიგნით თუ ვიქნები გარეთ. ამიტომ, ოპონენტებისთვის ჩემი შიგნით თუ გარეთ ყოფნით დიდი არაფერი არ იცვლება. მე, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

დღის ამბები