16 ოქტომბერი 2018,   11:00
ვრცლად
ეგვიპტელმა არქეოლოგებმა უძველესი მიწისქვეშა სამარხი აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა უძველესი მიწისქვეშა სამარხი აღმოაჩინეს. ნაგებობა კაიროს მახლობლად, საქარას ნეკროპოლისთან, 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სპეციალისტებმა იქ 35 სარკოფაგი და მუმია აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნია მუმუფიცირებისთვის საჭირო ნივთები და ჭურჭელი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ნაგებობაში უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები გარდაცვლილების მუმიფიცირებას ახდენდნენ და მას სამარხადაც იყენებდნენ.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ადგილზე აღებული ზეთის ნიმუშებით მუმიფიცირების საიდუმლოს ამოხსნიან.

წინასწარი გათვლებით, მიწისქვეშა ნაგებობა ჩვ.წთ.-მდე VII საუკუნეს მიეკუთვნება.


დღის ამბები