20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
ჰელსინკში ტრამპის და პუტინის შეხვედრის მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქციებს მართავენ

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ და აქცია გამართეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გეგმავენ, მარშით გადაინაცვლონ ჰელსინკის ქუჩებში და სენატის მოედანზე, პარლამენტის შენობასთან, დაასრულონ აქცია.

თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრა ფინეთის დედაქალქში, პრეზიდენტის სასახლეში, 16 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები