20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი საფრანგეთში დაკავებებით დასრულდა

არეულობა იყო გუშინ პარიზში, სადაც ფეხბურთის მილიონამდე გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებას ელისეის მინდვრებზე გვიანობამდე ზეიმობდა.

შეტაკებები პოლიციასა და ფეხბურთის ფანებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მცირე ჯგუფმა სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. სამართალდამცველებმა, სულ მცირე, შვიდი პირი დააკავეს.

მსგავსი ვითარება იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. მარსელსა და რუანში სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააპატიმრეს.

დღის ამბები