20 აგვისტო 2018,   23:12
ვრცლად
სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ამგვარ შემთხვევაზე ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება - კახიძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე

„სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ამგვარ შემთხვევაზე ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გააკეთა.

კახიძე მინდელის შახტში მომხდარი აფეთქებას ეხმაურება, რომლის დროსაც გარდაიცვალა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

ოთარ კახიძის განცხადებით, წინა შემთხვევაშიც, როდესაც მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია და არავის ბრალეულობა არ გამოკვეთილა.

„სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ამგვარ შემთხვევაზე ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება. მერამდენე შემთხვევაა, სტატისტიკად იქცა უკვე, კიდევ დაიღუპნენ, ასეთი არის უკვე მიდგომა. სამძიმარს ვუცხადებთ, მერე პანაშვიდებზე უნდა ჩავიდეთ. ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი, რუტინული პროცესი, ყურიც მიეჩვია, რამე შედეგი იცით გამოძიების შესახებ? რის ბრალი იყო წინა შემთხვევაში, რომ დაიღუპა 6 მეშახტე, ვისი ბრალი იყო? თუ იყო ვინმეს ბრალი, ანუ არ იყო შექმნილი შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, არ იყო დაცული, მაშინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები